ვილი სანიოლი: მადლობა გურამ კაშიას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 23 მარტი 2026, 15:34

მადლობა მას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის, - განაცხადა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.

აღნიშნულით სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გურამ კაშიას სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.

„გურამ კაშია იმდენად მაღალი დონის ფეხბურთელი და პროფესიონალია, ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, დიდხანს არ მიფიქრია ვინ უნდა ყოფილიყო ნაკრების კაპიტანი. მადლობა მას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის.

რაც შეეხება მარტის ამხანაგურ შეხვედრებს, კარგი მომზადებისთვის მშვენიერი საშუალებაა. ერთა ლიგაზე ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება იქნება. წინა შესარჩევმა ეტაპმა ისე არ ჩაიარა როგორც გვინდოდა და ჭკიანი ხალხი მუდამ გამოსავლის პოვნას ცდილობს“, - აღნიშნა სანიოლიმ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას დღეს დაიწყებს. „ჯვაროსნები“ 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს ლიეტუვას კაუნასში ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი