ჩვენ კვლავ ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ, თუმცა, არც დავაგვიანოთ მოსკოვიდან "საგოლე პასის", ჩვენს სასარგებლოდ "გოლად" გადაქცევაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 24 მარტი 2026, 11:19

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მოსკოვში ანტიქართული განწყობების მქონე კირიენკოს გავლენების შესუსტებას. ქართველიშვილი წერს, რომ აპარატულ დონეზე მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები არასდროსაა შემთხვევითი. ანალიტიკოსის აზრით, ეს, შესაძლოა, იყოს სიგნალი, რუსეთის კურსის კორექტირების შესახებ. აღნიშნულს, ქართველიშვილის აზრით, უნდა ადასტურებდეს ზახაროვას განცხადებაც საქართველოსთან მოლაპარაკების მზადყოფნაზე:

„ყალიბდება ორმაგი ხაზი: ერთი მხრივ, საკვანძო ფიგურის ეტაპობრივი დასუსტება, რომელიც ყველაზე მკაცრ, ანტიქართულ კურსთან ასოცირდება; მეორე მხრივ, ფრთხილი დიპლომატიური სიგნალებისა და ალტერნატიული კომუნიკაციის არხების გამოჩენა” – წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე ჩამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელიც. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ყურადღებით და ფრთხილად უნდა დააკვირდეს რუსეთიდან წამოსულ სიგნალებს.

„საქართველოს მისამართით მოსკოვიდან წამოვიდა რიგი პირდაპირი და ირიბი სიგნალები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების გამახვილებას: აშკარად იკვეთება გარკვეული ძვრა - ფრთხილი, არაპირდაპირი, მაგრამ სისტემატიური. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრავალწლიანი მკაცრი, რეაქციული და აგრესიული ხაზით გამოირჩეოდა წარმოშობით სოხუმელი სერგეი კირიენკო და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ის ტრადიციულად ასოცირდებოდა ყველაზე იდეოლოგიზებულ და, ფაქტობრივად, ანტიქართულ მიდგომასთან, განსაკუთრებით სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის კონტექსტში. მისი ბლოკი ქმნიდა არა მხოლოდ რუსეთის შიდა პოლიტიკური არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილს, არამედ ჰუმანიტარული პოლიტიკის იმ სეგმენტსაც, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პოსტსაომარი რეალობის გამყარებას ემსახურებოდა.

სწორედ ამიტომ, მისი პოზიციების ნებისმიერი შესუსტების ნიშნები საქართველოსთვის პრინციპულ მნიშვნელობას იძენს. არსებული ინფორმაციით, აპარატულ დონეზე მიღებულია გადაწყვეტილება, მთლიანად შეწყდეს ნებისმიერი პროტოკოლური კომუნიკაცია კირიენკოსთან, ფორმალური კონტაქტებიდან დაწყებული, სიმბოლური ყურადღების ნიშნებით დასრულებული. რუსეთის აპარატულ სისტემაში ეს ტექნიკური დეტალი არ არის: ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ იგი თანდათან გამოჰყავთ ჩვეულებრივი ურთიერთქმედების წრიდან და დისტანცირდებიან მისგან საჯარო განცხადებების გარეშე, რაც, როგორც წესი, მისი სისტემური გავლენის შემცირებაზე მიუთითებს.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კორუფციული კონტური, რომელიც მის უშუალო ახლო გარემოცვაში გამოიკვეთა: დაპატიმრებულია მისი უახლოესი მეგობარი ანტონ სერიკივი და ეს ისტორია, შესაძლოა, მხოლოდ შემდგომი მოვლენების ზედა ფენაა. საჯარო სივრცეში უკვე ვრცელდება მასალები მასშტაბური კორუფციის შესახებ იმ პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია ანტონ სერიკოვთან („Знание", „Россия — страна возможностей“ და ისეთი საგანმანათლებლო ცენტრების ვერტიკალთან, როგორიცაა „Машук“-ი). საუბარია სახელმწიფო სახსრების მასობრივი „გაფლანგვის“ სქემებზე, რასაც, წყაროების მიხედვით, შესაძლოა, 2020 წლიდან ჰქონოდა ადგილი. აქ მთავარი არა თავად ბრალდებებია, არამედ ის, რომ მათი აქტუალიზაცია სწორედ ახლა ხდება, რაც რუსეთის პრაქტიკაში იშვიათად არის შემთხვევითი.

ამრიგად, ყალიბდება რუსული ელიტური პოლიტიკის კლასიკური კონფიგურაცია: ზეწოლა არა პირდაპირ პირველ ფიგურაზე (სერგეი კირიენკოზე), არამედ მეორე ეშელონის მეშვეობით - მენეჯერებზე, პროექტებსა და ფინანსურ ნაკადებზე. ეს საშუალებას იძლევა, თავიდან იქნას აცილებული ღია კონფლიქტი და, პარალელურად, თანდათან დასუსტდეს მთავარი მოქმედი პირის პოზიციები. ამ კონტექსტში ანტიკორუფციული ნარატივი გვევლინება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ პოლიტიკურ ინსტრუმენტადაც. ამავე დროს, განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის (მარია ზახაროვა), სწორედ ამ მოვლენების ფონზე გაკეთებული განცხადება, საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ.

იზოლირებულად ეს შეიძლებოდა აღქმულიყო როგორც რუტინული დიპლომატიური რიტორიკა, თუმცა აპარატულ ძვრებთან ერთად ის უკვე ჰგავს ფრთხილ სიგნალს შესაძლო კურსის კორექტირებაზე. ამ სურათს ავსებს საეკლესიო-დიპლომატიური დონეც: თბილისში, პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხეილ შვიდკოის გაგზავნა, პუტინის ოფიციალური სამძიმრის გზავნილით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საეკლესიო დიპლომატის, მიტროპოლიტ ილარიონის ჩამოსვლა. ეს უკვე სიმბოლური პოლიტიკის ენაა, რომელსაც ხშირად მიმართავენ მაშინ, როცა პირდაპირი პოლიტიკური სიგნალები არასასურველი ან ნაადრევია.

საბოლოოდ, ყალიბდება ორმაგი ხაზი: ერთი მხრივ, საკვანძო ფიგურის ეტაპობრივი დასუსტება, რომელიც ყველაზე მკაცრ, ანტიქართულ კურსთან ასოცირდება; მეორე მხრივ, ფრთხილი დიპლომატიური სიგნალებისა და ალტერნატიული კომუნიკაციის არხების გამოჩენა. ეს ჯერ არ არის მოსკოვის პოლიტიკის გარდატეხა, მაგრამ უკვე მისი შესაძლო გადალაგების დასაწყისია, სადაც შიდა ელიტური ბრძოლა პირდაპირ ახდენს გავლენას საგარეო პოლიტიკურ კონფიგურაციებზე, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. ჩვენ კი კვლავ ფრთხილად, აუღელვებლად და ტრადიციული ქართული სულსწრაფობის გარეშე უნდა დავაკვირდეთ, თუმცა, არც დავაგვიანოთ მოსკოვიდან "საგოლე პასის", ჩვენს სასარგებლოდ "გოლად" გადაქცევაში. ზეცაში სულიერად წელში გამართული ჩვენი უწმინდესის ხელშეწყობით, წლობით გაყინული პროცესები, ჩვენ თვალწინ სასწაულებრივად განვითარდება“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი