82
28 მარტი 2026, 00:32
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. საქართველოს ნაკრები ქალთა შორის თავისუფალ პროგრამაში ანასტასია გუბანოვამ წარადგინა.
მან თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 128.89 ქულა დაიმსახურა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 198.81 ქულა მოიპოვა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს დელეგაციას ისტორიული ვერცხლის მედალი მოუტანა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.
28 მარტს საქართველოს მამაკაცთა შორის თავისუფალ პროგრამაში ნიკა ეგაძე წარადგენს, ხოლო თავისუფალ ცეკვაში გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილი გამოვა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |