სადღობელაშვილი ბოკერიაზე: ამ სულით და გულით არაქართველს თავხედობა ჰყოფნის, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქართულ გენს გზა ფართო მისცა, აბრალებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მცდელობას?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 29 მარტი 2026, 15:33

ანუ ბოკერიამ და სააკაშვილმა ქვეყანას სახელმწიფოებრიობა შესძინა ხოლო ივანიშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა?! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

სადღობელაშვილი ბოკერიას „სულით და გულით“ არაქართველს უწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ ბოკერიას და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ისინი ქვეყანა ძარცვავდნენ, ეკლესიებს ლეწავდნენ და პატრიარქს წამლავდნენ.

მისივე თქმით, იმ ყველაფრის ფონზე, რაც ბოკერიამ თანაგუნდელებთან ერთად ჩაიდინა ქვეყნის წინააღმდეგ, როგორ ბედავს გამორჩეული ქართველის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით მსგავს განცხადების გაკეთებას, რომელიც მუდამ ქვეყნის დასაცავად იბრძვის.

„ეკლესიებს ლეწავდა! მღვდლებს აპატიმრებდნენ, პატრიარქს წამლავდნენ! იეღოველები თავზე დაგვასვეს! ქართულ ენას ინგლისურით ანაცვლებდა! საქართველოს 1/3 რუსეთს ჩააბარეს- 2/3 დასავლეთს! ჩვენს საჯიშე ბიჭებს დასავლეთის ომებში აბრძოლებდა!
300 000 პრობაციონერი და 30 000 მდე პატიმარი ჰყავდა! ახალგაზრდები გადააჯიშა ხოლო ნაწილი ქუჩაში ჩაცხრილეს! საპროტესტო აქციებს არა თუ უმოწყალოდ არბევდნენ არამედ მომიტინგეებს კლავდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ქვეყანა გაძარცვეს, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარეს, წიაღისეული დასავლეთს!
- და ყველაფრის ამის შემდეგ ამ მართლაც რომ სულით და გულით არაქართველს იმის თავხედობა ჰყოფნის რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მეცენატს, გამორჩეულ ქართველს ბიძინა ივანიშვილს რომელმაც საქართველოს ისტორიული ძეგლები და ტაძრები აღადგინა, ქართულ ნიჭს და გენს გზა ფართო მისცა, აბრალებს ჩვენი მშვიდობიანი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მცდელობას?!
- ანუ ბოკერიამ და სააკაშვილმა ქვეყანას სახელმწიფოებრიობა შესძინა ხოლო ივანიშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა?! იმდენი შენი მანგუსტა ცოლის შუბა დავხიე!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ყოველდღიურად ევროპულ ქვეყნებში აკავებენ მომიტინგეებს, მაგრამ მათ შესახებ ვერც ერთი უფლებადამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ მინიშნებას - „პოლიტპატიმარი“. ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოსთან „მუშაობს“
ბაჩო ოდიშარია „სეტანტაზე“: ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და კახა კალაძეს არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, უკიდურესი გოიმობაა
ნანა კაკაბაძე: ჩემგან მადლობა ეკუთვნის მელაძის გუნდს და მათ დამკვეთს, რომლებმაც ჩემდამი მოძღვნილი სიუჟეტით ყველა გონიერ მაყურებელს აჩვენეს არა მარტო დამკვეთის სახე და ინტერესი, არამედ ჟურნალისებად წოდებული პროპაგანდისტების სიბრიყვე
დავით ქართველიშვილი: პოლონეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა მზადყოფნა, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან. ტუსკმა კი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ გამოაცხადა
დავით ქართველიშვილი: მზარდი ეკონომიკური დინამიკა, რომელზეც საუბრობს ირაკლი კობახიძე, არა „თვითშეფასება“, არამედ საერთაშორისო ექსპერტული ცენტრების მიერ დადასტურებული სურათია
არქივი