„ჩვენ ძალიან მალე წავალთ.“ ტრამპმა დააანონსა ომის დასრულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 01 აპრილი 2026, 08:58
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია ორ-სამ კვირაში შეწყვიტოს ირანზე სამხედრო იერიშები და რომ თეირანს კონფლიქტის დასრულებისთვის აუცილებელი არ არის წინასწარ შეთანხმების გაფორმება. ამის შესახებ BBC წერს.

მხოლოდ ორი დღის წინ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი იყო მიღწეული და მათი ჩაშლის შემთხვევაში დამანგრეველი დარტყმით იმუქრებოდა.

Reuters-ის შეფასებით, ტრამპის ახალი განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად წინააღმდეგობრივი და ზოგჯერ ბუნდოვანია ვაშინგტონის პოზიცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს უკვე მეხუთე კვირაში მიმდინარე ომი.

ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, ვაშინგტონის დროით 21:00 საათზე, აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებს ერისადმი მიმართვაში.

„ჩვენ ძალიან მალე წავალთ,“ - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან სამშაბათს. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს „ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში“.

კითხვაზე, არის თუ არა წარმატებული დიპლომატია აუცილებელი პირობა აშშ-ის ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დასრულებისთვის, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.

„ირანს არ სჭირდება შეთანხმების გაფორმება, არა,“ - თქვა მან. - „არა, მათ არ სჭირდებათ ჩემთან შეთანხმება.“

ტრამპის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე მიაღწია იმ მიზნებს, რომლებიც ირანზე საჰაერო დარტყმების დაწყებისას, თებერვლის ბოლოს დაისახა - ირანის ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობის შეზღუდვა - და ახლა აშშ „საქმის დასრულებას“ ახორციელებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება „შეთანხმებას ითხოვს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, რომ შეწყვეტილიყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას
პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის
პრემიერი: დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
პრემიერი: ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს, ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამადლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება ვერასოდეს დაამარცხებს
პატრიარქი: დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობასა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს
არქივი