დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 01 აპრილი 2026, 11:28

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა:

„ე.წ. „პერესტროიკის დროს“ გენადი ხაზანოვს ჰქონდა ერთი მინიატურა „ამინდის პროგნოზის“ თემაზე. ის ასახელებდა ცნობილ ევროპულ ცენტრებს არაჩვეულებრივი ამინდის მონაცემებით და ყოველ ჯერზე უპირისპირებდა ამას ფრაზას - а в деревне Гадюкино дожди. გასაგებია მინიატურის სულისკვეთება, იმდროინდელი უფერული საბჭოთა ყოველდღიურობა შედარებულ იყო უცხოეთის მრავალფეროვან აყვავებულ გარემოსთან. დღეს საინფორმაციო გამოშვების სულ რაღაც 10 წუთი დამჭირდა, რათა „პოლიტიკური ამინდის პროგნოზი“ გამეკეთებინა, ოღონდ „ხაზანოვისეული“ აქცენტებისგან 180-გრადუსიანი განსხვავებით:

ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ხოლო სოფელ ძეგვში უბრალოდ მზიანი ამინდია...

ქუვეითში აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია...

ლიბანში საცხოვრებელი კვარტლები მიწასთან გაასწორეს, ხოლო სოფელ ძეგვში ჰაერის სისუფთავეს და არაჩვეულებრივ არომატს განაპირობებს დამუშავებული მიწის, ტყისა და მდინარის ჟანგბადოვანი მიქსი...

თელ-ავივში განუწყვეტლივ ისმოდა საჰაერო თავდაცვის განგაში, ხოლო სოფელ ძეგვში გამთენიისას პირველი მგალობელი ჩიტები ჭიკჭიკებდნენ...

ირანზე სარაკეტო იერიშები გრძელდებოდა, ხოლო სოფელ ძეგვში მტკვარზე თევზაობდნენ შაბათ-კვირისთვის, მემარხულეთა „ცოცხალით“ მომარაგების მიზნით...

მთელ ისრაელში გაგრძელდა პროტესტები პალესტინელებისთვის ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯის შემოღების წინააღმდეგ - ხოლო სოფელ ძეგვში აყვავებული ბაღების სურნელი ტრიალებდა...
მაშ - მშვიდობა ვჭამოოთ?“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი