ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული. ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 01 აპრილი 2026, 14:53

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ საქმეს მიენიჭა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი და, თითქოს, ისე იყო წარმოჩენილი ეს საკითხი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს ამ საჩივარს. უნდა ითქვას, რომ ეს საქმე ნამდვილად არის პრეცედენტული, რადგან თვითონ ეს კონკრეტული კანონი წარმოადგენს ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგიას. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილი არის, რომ არაერთ ევროპულ სახელმწიფოში მიღებულია მსგავსი შინაარსის კანონები ან ახლა მიმდინარეობს მსგავსი კანონების მიღება. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ნამდვილად პრეცედენტული. ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც. მნიშვნელოვანი ზეგავლენა ნამდვილად ექნება და ეს არ წარმოადგენს რაიმე უპირატესობას ან პრივილეგიას მომჩივნების სასარგებლოდ“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი
ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს
„ნეიტრალური საქართველო“: ჩერგოლეიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან. დარწმუნებულები არიან - მთავარი გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება
ძამაშვილი „ფარას“ კანონთან დაკავშირებულ „ენჯეოების“ საჩივარზე: ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. ეს ნიშნავს, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა სიცრუეა
არქივი