გავრცელებული ინფორმაცია ცხოველთა ცოცხლად დაწვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად, - განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.
სახელმწიფო რწმუნებულის შეფასებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ცხოველთა ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ყველა პროცედურა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. თავშესაფარში მიმდინარეობს ცხოველთა დაჩიპვა, კასტრაცია და შემდგომ მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, რაც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად რეგულირდება. ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, არ აჰყვნენ დაუზუსტებელ ინფორმაციას. თავშესაფარში მიმდინარე პროცესები სრულად შეესაბამება კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |