კონსტანტინე ბუზალაძე: მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესების დაცვით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 01 აპრილი 2026, 20:09

არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.

მერის შეფასებით, სრულიად უსაფუძვლოა სოციალურ ქსელებში მიმდინარე აჟიოტაჟი და ცრუ ბრალდებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ უსაფუძვლო აჟიოტაჟს. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია, მიმართოს შესაბამის სამსახურს და მიიღოს ამომწურავი პასუხი“, - განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.

მოქმედი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალურ ინსინერატორში ხორციელდება თავშესაფარში ჩატარებული ვეტერინარული მომსახურების შედეგად წარმოქმნილი ბიოლოგიური ნარჩენების, ასევე გარდაცვლილი ცხოველების უტილიზაცია, რაც წარმოადგენს სტანდარტებით განსაზღვრულ უსაფრთხო და სავალდებულო პრაქტიკას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა
ზურაბ აბაშიძე - გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა
არქივი