თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის საბჭოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველი ხალხის მწუხარების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ქართველმა ხალხმა დაკარგა პატრიარქი, რომელიც საზოგადოებისთვის ისტორიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მოღვაწე იყო.
„მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს ქართველი ხალხის მწუხარების გაზიარებისთვის, რომელმაც დაკარგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. იგი ჩვენი საზოგადოებისათვის ისტორიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მოღვაწე იყო. გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას – გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა. ეს ჟესტი ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს და განსაკუთრებულად ვაფასებთ ამას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში ასევე მონაწილეობს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |