მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 01 აპრილი 2026, 22:22

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრატისლავის მ.რ. შტეფანიკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში  გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი აგრეთვე შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა
არქივი