კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 01 აპრილი 2026, 23:27

თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია.

„ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა, არადა ვითომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს აშენებენ. ჩვენ რომ ავდგეთ და რასაც სააკაშვილი აკეთებდა, მაგალითად, მივადგეთ რომელიმე ტელევიზიას და დავხუროთ, ეს იქნება სიტყვის თავისუფლება? ქართველი ხალხი კარგად ხედავს. იმ გადაწყვეტილებებს, რასაც აჟღერებენ, სულელები არ ვართ, კარგად ვაფასებთ, რა პროცესები მიდის. როდესაც სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ, თავად ზღუდავენ მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ორმაგი სტანდარტია ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრძალავენ იმას, რასაც თავიანთ ქვეყნებში ახორციელებენ.

„რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედისო. კერძოდ, საუბარია გამჭვირვალობის კანონზე და პარტიების დაფინანსებაზე. ჩვენთვის კი ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. თურმე, ჩვენ შევზღუდეთ უცხოეთიდან პოლიტიკის დაფინანსება, მაგრამ თავის ქვეყანაში ამას ზღუდავენ. მათთვის მიუღებელია, რომ მათ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები გარედან ფინანსდებოდეს და ეს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირ ჩარევად ითვლება. ჩვენ კი პირიქით მოგვიწოდებდნენ. ხალხი ამ ყველაფერს აანალიზებს და შემთხვევით არ არის, რომ ამდენი წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა
არქივი