ნინო ფოჩხუა: მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 01 აპრილი 2026, 23:28
მთელი დღეა საზოგადოება თვალს ადევნებს სამი ბინძური პოლიტიკანის, ლაშა ჩხარტიშვილის, თამაზ ელიზბარაშვილის და ანა დოლიძის უბინძურეს კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ, თემად კი ასევე ბინძური ტყუილი აირჩიეს - თითქოს კრემატორიუმში კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ძაღლები დაწვა - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. 

ექსპერტის თქმით, პროცესი, რაც ახლა მიდის 1 წელია გრძელდება, მთავრობა ქუჩის მიუსაფარ  ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში. 



„ჩემმა მეგობრებმა ყველამ იცის, რომ ჩემთან სახლში ცხოვრობს ქუჩიდან აყვანილი სამი მეტისი და ამათ აგორებულ ტყუილს ვერ გავატარებდი. პირადად მაქვს სახელმწიფოსგან მიღებული სხვადასხვა სერვისი, სტერილიზაცია, დაჩიპვა, აცრა და ა.შ. აღფრთოვანებული ვიყავი მუნიციპალური თავშესაფარის მუშაობით.
მთელი დღეა საზოგადოება თვალს ადევნებს სამი ბინძური პოლიტიკანის, ლაშა ჩხარტიშვილის, თამაზ ელიზბარაშვილის და ანა დოლიძის უბინძურეს კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ, თემად კი ასევე ბინძური ტყუილი აირჩიეს - თითქოს კრემატორიუმში კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ ძაღლები დაწვა. 
ყველაფრის კადრება არ შეიძლება - ასევე არ შეიძლება ყველაფრის დაჯერება. ვინც ჩართული ხართ ამ აღმაშფოთებელ, ტყუილ კამპანიაში, დროზე გამოფდიზლდით! პროცესი, რაც ახლა მიდის 1 წელია გრძელდება, მთავრობა ქუჩის მიუსაფარ  ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება!“ - წერს ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
არქივი