თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 02 აპრილი 2026, 01:19
ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი წერს სოციალურ ქსელში. 


მეგრელიშვილის განცხადებით, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი რადიკალური ოპოზიციის მიერ არის დაკვეთილი და აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად “ნაცმოძრაობის” წევრის, ლევან სანიკიძის სტატუსს აზიარებს, სადაც ის კაციჭამიების მიერ უმწეო ცხოველების ჭამაზე საუბრობს. 



“ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე. 

ახლა ხომ ხედავთ, ვისი დაგეგმილი და დაფინანსებულია ეს კამპანია? 
ხომ აღარ გეპარებათ ეჭვი, რომ ძაღლების აჟიოტაჟი რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა დაუკვეთეს, რომ შემდეგ თავადაც მოეთბოთ ხელი?”- წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა: მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
არქივი