დავით ქართველიშვილი: ტრამპი მსოფლიოს სთავაზობს არა პარტნიორობას, არამედ სატრანზაქციო საკონტრაქტო გარიგებას - გადაიხდი - იქნები დაცული, არ გადაიხდი - დარჩები მარტო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 02 აპრილი 2026, 13:56
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტელევიზიით გადაცემულ ეროვნულ მიმართვას. 
მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა ეროვნული მიმართვისას ახალი გლობალური წესრიგის ფორმულა წარადგინა, სადაც ადგილი აღარ ექნება ილუზიებს და დარჩება მხოლოდ ინტერესები, რესურსები და ძალთა ბალანსი.

„America First 2.0 - ასე შეარქვეს უკვე ტრამპის ნაციისადმი ბოლო მიმართვას. მისი გუშინდელი (ამერიკული დროით) გამოსვლა არ იყო ემოციებზე და არც იდეოლოგიაზე აგებული. ეს იყო სახელმწიფოს ცივი გათვლა, რომელიც გადაიღალა სხვისი ილუზიების დაფინანსებით. ფაქტობრივად, ტრამპმა დახურა „მისიონერული ამერიკის“ ეპოქა, რომელიც ცდილობდა დემოკრატიის ექსპორტს და გახსნა ახალი - სადაც მთავარი კრიტერიუმი აღარ არის „სწორია/თუ არასწორია“, არამედ „მომგებიანია თუ არამომგებიანი“. 
ამ კონტექსტში მისი თეზისი, რომ „ხანდახან გამარჯვება ნიშნავს უბრალოდ ნაკლებ წაგებას“ - ჟღერს როგორც განაჩენი აშშ-ს წინა საგარეოპოლიტიკური კურსისთვის.
ირანის კონტექსტში ის პირდაპირ ამბობს: ხანგრძლივი ომი არის ფუფუნება, რომლის უფლება ვაშინგტონს აღარ აქვს. არა იმიტომ, რომ ვერ იბრძვის, არამედ იმიტომ, რომ გლობალური კონტროლის ფასი შეიცვალა. რესურსები იფანტება, კონკურენტები ძლიერდებიან, ხოლო მოკავშირეები მიჩვეულნი არიან ამერიკის ხარჯზე ცხოვრებას. 
აქედან მოდის სიგნალი: აღარ იქნება უსასრულო ომები - მხოლოდ სწრაფი, შეზღუდული ოპერაციები და დროული გამოსვლა. ეს არ არის სისუსტე - ეს არის ძალის გადანაწილება. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ის კიდევ უფრო მკაცრია. პროტექციონიზმი, საზღვრები, ენერგეტიკა - ეს უკვე აღარ არის დეკლარირებული ლოზუნგები, არამედ არის ახალი ტრამპისეული მოდელის კარკასი. ამერიკა აღარ აპირებს იყოს „ბაზარი ყველასთვის“ და „ბანკომატი მოკავშირეებისთვის“. ის იბრუნებს საკუთარ ინდუსტრიას, აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს და ინარჩუნებს უფლებას თავად უკარნახოს დანარჩენებს თავისი პირობები. 
ამ ლოგიკაში მიგრაციაც კი აღარ არის ჰუმანიტარული საკითხი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების ელემენტი.
და აი მთავარი ნერვი ამ გამოსვლისა: ტრამპი მსოფლიოს სთავაზობს არა პარტნიორობას, არამედ სატრანზაქციო საკონტრაქტო გარიგებას, მკაცრს და ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე. გადაიხდი - იქნები დაცული, არ გადაიხდი - დარჩები მარტო. ეს არის ახალი გლობალური წესრიგის ფორმულა, სადაც ილუზიებს ადგილი აღარ აქვს. რჩება მხოლოდ ინტერესები, რესურსები და ძალთა ბალანსი. და როგორც ტრამპის ტონი მიუთითებს, ვაშინგტონი ამ თამაშისთვის უკვე სრულ სამზადისშია,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით
ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც ყოფილა. წლების განმავლობაში, პრივილეგირებული კასტა, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ
დავით ქართველიშვილი პეტერ ფიშერზე: უკვე მერამდენე ელჩს უშვებს საქართველოს ხელისუფლება პენსიაზე. ვუსურვებ მას კარგ პენსიას, არა დამსახურებულ დასვენებას და ველოდებით ახალ ელჩს
დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
არქივი