ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 02 აპრილი 2026, 21:21

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.

„მე ბუნდოვანებასთან მაქვს პრობლემა. ბუნდოვანება არ მიყვარს პოლიტიკაში. უნდა გამოჩნდეს რეალური ალტერნატივა პოლიტიკური და ვიქნები ისეთ რამეში, სადაც პოლიტიკურ ალტერნატივად არ წარმოვაჩენ ხალხს, რომლებსაც ერთმანეთზე აქვთ ნაძახები „პოლიტიკური ლეში“, ერთმანეთზე აქვთ ნაძახები „ბებერი სუტენიორები“, ერთმანეთზე აქვთ ნაძახები „კეზერას ჯუჯალარები“, ერთმანეთზე აქვთ ნაძახები „მოღალატეები და გაყიდულები“ და ამასთან ერთად, რომ ეს არის ალტერნატივა, ამას ხალხს არ ვეტყვი.

ჩემი პოლიტიკური მიზანი იქნება ეს, რომ იმ ხალხთან ერთად ვიქნები, ვინც ამ ხალხს ეტყვის, რომ რა არის მართლა რეალური ალტერნატივა ხედვისაც და ფორმისაც. ასეთი ალტერნატივის ნაწილი უეჭველად არ ვიქნები და როგორც კი ბუნდოვანებას შეეცდება ასეთი ტიპის ალტერნატივა, ყოველთვის ვისაუბრებ. თუ ვინმეს ჩემი საუბარი აღიზიანებს, როგორც ადრე შეეძლო, შეიძლება საკუთარი კომუნიკაციების არხები დამიხურეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვისაუბრებ და ამას ვერავინ დამიშლის. მე ვარ გაბრაზებული აფერისტობაზე და ცინიზმზე, როცა ადამიანებს შეუძლიათ ერთი კვირის წინ ერთმანეთს გაყიდული, მოღალატე ეძახონ“, -განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეთრი სახლი - აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ შეუძლიათ კადრები ნახონ თუ როგორ იქნა აღმოფხვრილი თითოეული რევოლუციური და გადატრიალების მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება ცდილობდა
ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოვონ
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ, შენ, მოგიწყონ პროვოკაცია
ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე
არქივი