ირანში ცნობილი უფლებადამცველი და სახაროვის პრემიის ლაურეატი ნასრინ სოთუდე დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 02 აპრილი 2026, 21:24

ირანში ცნობილი უფლებადამცველი და სახაროვის პრემიის ლაურეატი ნასრინ სოთუდე დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულის შვილის, მეჰრავე ხანდანის თქმით, სოდუთე გასულ ღამეს დააკავეს, როდესაც ის სახლში მარტო იმყოფებოდა. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ ოჯახს უფლებადამცველთან კონტაქტი არ ჰქონია.

ხანდანის ინფორმაციით, როდესაც ოჯახის ახლობლები სახლში მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ სოთუდეს ელექტრონული საშუალებები, მათ შორის ლეპტოპებისა და ტელეფონების კონფისკაცია მოხდა.

ჯერ უცნობია, თუ რატომ დააკავეს ნასრინ სოთუდე. „ბიბისი“ წერს, რომ 30 მარტს, უცხოურ მედიასაშუალება IranWire-თან ინტერვიუში, რომელიც მთავრობის მიერ დაწესებული ინტერნეტის გათიშვის გამო ტექსტური შეტყობინებებით ჩატარდა, სოთუდემ კომენტარი გააკეთა თეირანში მიმდინარე ომის ფონზე არსებულ მდგომარეობაზე და ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა.

ნასრინ სოთუდე სახაროვის პრემიის ლაურეატი 2012 წელს გახდა. ის ირანში რამდენჯერმე იყო დაკავებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: აშშ-მა რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს სანქციები მოუხსნა
POLITICO: ორბანმა „პოლიტიკური ხაფანგი დააგო“. არჩევნებში წაგების შემთხვევაში, მისი ხალხი ახალი ხელისუფლების მუშაობას დაბლოკავს
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ - აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს კომპანიასთან
ევროპარლამენტარმა რიმა ჰასანიმ დროებით დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ ბრალდებები ტყუილია
„როიტერი” - ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
არქივი