ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ, შენ, მოგიწყონ პროვოკაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 02 აპრილი 2026, 23:41

ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალები შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას.

„უსამშობლოთა გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს აანონსებს აქციას. რაზე დაფუძნებულ აქციას აანონსებს, ვინ აანონსებს, როგორი პოლიტიკური წარსული საზოგადოება აანონსებს? ამ ყველაფერს ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხალხი ხომ უყურებს ამ ყველაფერს. ალბათ მიიღეს დავალება მათი პატრონებისგან. ასევე, აკვირდებიან თუ რა რესურსი აქვთ. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ მათი რესურსი, როგორც კი საკანონმდებლო სივრცით და შემდეგ აღსრულებით შემცირდა ასობით მილიონი დოლარის შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ ხმარდებოდა იმ დესტრუქციას და ექსტრემიზმს, რომელსაც ვხედავდით ჩვენ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ. ვნახეთ, როგორ გამოეცალათ ყველანაირი ფუნდამენტი. ფუნდამენტი, რომელიც იდგა სამშობლოს ღალატზე და სამშობლოს გაყიდვაზე და დახელფასებულ პარტაქტივზე.

მოლოდინი გვაქვს ერთადერთი ამ ექსტრემისტებისგან- ექსტრემიზმი. მაქსიმალურად სიტუაციების დაძაბვა, მაქსიმალურად პროვოკაციების მოწყობა, როგორც ყოველთვის, რასაც აკეთებდნენ. განულებულები არიან პოლიტიკურად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით, აქ შენ, მოგიწყონ პროვოკაცია“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე
ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები
თეთრი სახლი - აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ შეუძლიათ კადრები ნახონ თუ როგორ იქნა აღმოფხვრილი თითოეული რევოლუციური და გადატრიალების მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება ცდილობდა
არქივი