ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 02 აპრილი 2026, 23:55

დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.

წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ EPP-ის სამი წევრი პოლონელი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

„EPP და მათი პოლონელი წარმომადგენლები ცალკე კომედიაა, რადგან ვიცით მათი პოლიტიკური წარსული. როდესაც ბალტიისპირა ქვეყნებზე ვსაუბრობთ, კარგად ვნახეთ მათი როგორც უსაფრთხოების და შიშის გამო გაკეთებული განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვერანაირი სანქცია ვერ გადაფარავს იმ უსაფრთხოებას, სამშვიდობო პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ვერაფერი გადაფარავს იმას, რომ არ ვიქეცით სტატისტიკად თუნდაც იმ პოლიტიკოსების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, პრეზიდიუმში სხედან და თავიანთ აგენტურას, ეთნიკურად ქართველებს უსმენენ თურმე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა ანტიდემოკრატიასთან აქვთ საქმე. მათ შორის, უსმენენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, მათივე წოდებულს დემოკრატიის შუქურად - ძალას, რომლის დროსაც ციხეში აუპატიურებდნენ, ოჯახებს ამწარებდნენ, აწამებდნენ. დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები“, - აღნიშნა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე
თეთრი სახლი - აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ შეუძლიათ კადრები ნახონ თუ როგორ იქნა აღმოფხვრილი თითოეული რევოლუციური და გადატრიალების მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება ცდილობდა
ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოვონ
არქივი