სეს: ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, ზუგდიდში დააბრუნებენ. ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში და ვანშიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 03 აპრილი 2026, 09:52

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდის გარდა ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში (5 ძაღლი) და ვანში (3 ძაღლი).

„ამავდროულად, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, აგრძელებს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. სააგენტო წინასწარ აქვეყნებს სამოქმედო არეალების კოორდინატებს და დროს:

• 03.04. იმერეთი, ზესტაფონი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:00 სთ
• 03.04. იმერეთი, სამტრედია, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 09:30 სთ
• 04.04. კახეთი, ყვარელი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 სთ
• 04.04. იმერეთი, ქუთაისი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 სთ
• 06.04. იმერეთი ჭიათურა, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ
• 06.04. კახეთი, სიღნაღი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ
• 07.04. კახეთი, სიღნაღი, წნორის ცენტრი, 11:00 სთ
• 07.04. იმერეთი, წყალტუბო, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ.

სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე ცხოველების მოყვარულებს, აღნიშნულ ლოკაციებზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ, საჭიროების მიხედვით, ადგილზე ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია/სტერილიზაცია, პასუხისმგებელ პირთან (მიმკედლებელი, ცხოველის მოყვარული) შეთანხმებით, შესაბამისი აქტის შედგენის საფუძველზე, გადაყვანილი იქნებიან თავშესაფარში. შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება-რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ცხოველები აყვანის ლოკაციაზე დაუბრუნდებიან პასუხისმგებელ პირებს, ასევე, შესაბამისი აქტის შედგენით.

თუ მითითებულ ლოკაციაზე ვერ ხერხდება ცხოველების მიყვანა, რანდენიმე მიმკედლებელს შეუძლია მიმართოს სააგენტოს. ეკიპაჟები მივლენ და უზრუნველყოფენ მანიპულაციების ჩატარებას მათ მიერ მითითებულ ლოკაციაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა, ვითომდა ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები, რაც აგებულია ტყუილზე - საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია
ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააკავეს
პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
არქივი