შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 03 აპრილი 2026, 12:35

ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ქმედება კიდევ ერთი ლუსტრირებაა იმისა, რომ „ენჯეოები“ მოქმედებენ გარე ძალების დავალებებით.

„შეგახსენებთ, რომ ეკა გიგაური გახლავთ ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამითაც თავისი თავის სრული ლუსტრაცია გააკეთეს. ისინი ფორმალურადაც დღეს უკვე არიან უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ჯგუფები. აქ ახალი არ არის არაფერი სინამდვილეში. ისტორია ვისაც აქვს საქართველოსი კარგად ნასწავლი, ასე ხდებოდა ისტორიულად ყოველთვის. სხვადასხვა ქვეყნების, იმპერიების თუ ა.შ. დედაქალაქებში ჩადიოდნენ ქართველები იმისთვის, რომ მოეპოვებინათ მხარდაჭერა საქართველოში ხელისუფლებაში მოსასვლელად. ყველაზე ახლო წარსულში ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მოსკოვში გარბოდნენ ქართველები, რომ სხვადასხვა თანამდებობები მიეღოთ და ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. დღეს ზოგიერთისთვის ეს არის ჰააგა და ბრიუსელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის იყო ეკა გიგაური, რომელმაც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა, თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან
დავით ქართველიშვილი: ცხოველებზე ჩნდება მწვავე ემოციური რეაქცია, მაშინ როცა ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა სხვა ქვეყნებში კანონით დარეგულირებული პრაქტიკაა და სწორედ ამ ქვეყნებიდან იმართება ქართული „ძაღლების რევოლუცია“
შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
შალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს
არქივი