მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში.
„მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს. ძალიან დეტალურად დავაკვირდებით ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას. დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. ხედავთ, რომ უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები - „რადიო თავისუფლება“, „ტაბულა“ პირაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში. დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ. საარჩევნო კამპანია აქვთ დაწყებული „რადიო თავისუფლებას“, „პუბლიკას“, „ტაბულას“, „ნეტგაზეთს“ და ა.შ. სხვადასხვა სასულიერო პირის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ.
ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც ვხედავდით 2024 წელს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში. აქედანვე უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, რომ ამას ყველაფერს ვაკვირდებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |