ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ამ ყველაფერმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის სახით გყვავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი.
„რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში, აღმოვაჩინეთ, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია. აბსოლუტური ისტერია, რომელიც სჩვევია რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით და აბსოლუტური არაადეკვატურობა, რომელიც სჩვევია ზოგიერთ ჯგუფს ამ საკითხზე. მე მგონი, ეს პრობლემა უფრო დაგვანახა, რომ გვყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი რადიკალური ოპოზიციის სახით, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდება. ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, მაშინ როდესაც ამ ყველაფერს მოწმენდილ ცაზე აკეთებენ. ვნახეთ სააგენტოს და სამინისტროს დეტალური განმარტებები ყველა საკითხზე. იმდენად არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებაც გახდა საჭირო. ეს არის კიდევ ერთი საპნის ბუშტი, რომელიც გაუსკდა რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |