ეს არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მან აღნიშნა, რომ ფასების სტრუქტურულ გამოწვევებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისია დადებს დასკვნას.
„არის რაღაც გლობალური მომენტები, გამოწვევები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგად არის გარკვეული ეკონომიკური ძვრები. ეს მათ შორის, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზეც ახდენს გავლენას საწვავის მხრივ. რა თქმა უნდა, საწვავის ფასი შემდეგ ახდენს სხვა პროდუქტებზეც გავლენას. არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა.
მაგრამ რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, ამაზე მუშაობს მათ შორის, საპარლამენტო დროებითი კომისია - იცით, რომ აპრილის ბოლომდე იმუშავებს ეს კომისია. პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს. გამოჩნდება სტრუქტურული პრობლემა ფასებთან დაკავშირებით, სადაც ვნახავთ, არის თუ არა განზრახ რაიმე რგოლები შემოღებული, რომლებიც ხელოვნურად აძვირებს პროდუქტს. ამაზე რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციები და გადაწყვეტები გვექნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |