შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 03 აპრილი 2026, 14:00

ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილების შესახებ.

მისივე თქმით, შვეიცარიის გადაწვეტილება ტექნიკური ნაწილი იყო.

„შვეიცარია არის ჰარმონიზებაში შენგენის ზონასთან. აქედან გამომდინარე, ევროკომისიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შვეიცარიასაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. თავად ევროკომისიის გადაწყვეტილება გახლავთ საერთაშორისო სამართლის დამრღვევი უსამართლო გადაწყვეტილება, რომლისთვისაც სპეციალურად შეცვალეს კანონი. წესები მოარგეს საქართველოს, ჩვენთვის წესები შეცვალეს (ასეთი მნიშვნელოვანი ვყოფილვართ, როგორც ჩანს, რაც შეიძლება კარგიც არის) იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეწოლა განეხორციელებინათ საქართველოზე და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც არის აბსურდი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2010 წელს ევროკავშირმა მწამებლური რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა და მოქალაქეები 7 წელი ალოდინა იქამდე, სანამ მისცა უვიზო მიმოსვლა. მისი თქმით, ამ საქციელიდანაც ჩანს, რომ არანაირი მორალური მოტივაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს.

„თავად გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს მათი ნებაა. ამაზე არანაირი პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ვიზიტები ხორციელდება, მიმდინარეობს, მეც მექნება უახლოეს პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტები. ასე რომ პრობლემა არ არის.

სამსახურებრივ პასპორტს იყენებ მაშინ, როდესაც მიდიხარ სამსახურებრივი მიზნით. კერძო ვიზიტით სამსახურებრივი პასპორტის გამოყენება ისედაც აკრძალულია. ვინმე თუ მიდის კერძოდ სადმე ის უნდა წავიდეს პირადი, ე.წ. წითელი პასპორტით. სამსახურებრივი მიზნით როდესაც მიდიან ოფიციალური პირები სხვა ქვეყანაში, მიდიან ისინი მოწვევით. ჩვენი ინიციატივით ხომ არ ჩავდივართ, არა? სადაც მიწვევით ვართ, იგულისხმება, რომ ვიზასაც გვაძლევენ და ჩავდივართ უპრობლემოდ. ასე რომ არანაირი პრობლემა არ არის. ჩემი პირველი ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც ვიზა გვჭირდება ყველას. მივედი, რიგშიც ვიდექი და ავიღე ვიზა პარლამენტის თავმჯდომარემ. არ მგონია, რომ ამით ვინმეს რამე აკლდებოდეს ან ემატებოდეს. ასე ვიყავი ბრიტანეთშიც, ირლანდიაშიც. საქმე იმაშია, ევროკავშირი ფიქრობს, რომ ვიზა არის დასჯის ინსტრუმენტი. აქ ჩანს ბრიუსელის მთელი ამორალურობა. ამ დონეზე რომ ფიქრობენ, რომ გადაადგილების თავისუფლების საკითხი არის დასჯა-არ დასჯის ინსტრუმენტი. ვიზა რომ აქციეს იარაღად არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს
კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი
კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით
კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს
არქივი