მიხეილ ყაველაშვილი: მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა, თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 03 აპრილი 2026, 14:25

გარკვეული ძალები ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა, თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან, - განუცხადა სლოვაკეთში პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა მას აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე ჰკითხეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ ირაკლი კობახიძეს შორის გასულ კვირას სატელეფონო კავშირი შედგა.

„გახსოვთ ალბათ როგორი ქილიკი იყო ჩემი გაერო-ში ვიზიტის დროს, როდესაც შეხვედრები მქონდა [აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან]. შემდეგ მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და მარკო რუბიოსთან. იქაც იყო საუბარი იმაზე, რომ მუშაობდნენ ამ თემაზე [ურთიერთობის აღდგენაზე] და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ. ასევე იცით წინა კვირას პრემიერთან სატელეფონო ზარის შესახებ. ეს არის თანმიმდევრობა, რაზეც ვსაუბრობთ.

გარკვეული ძალები ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა, თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან. ჩვენი სურვილია, რომ გადაიტვირთოს ეს [ურთიერთობები] და გამოჩნდა, რომ მათი [აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის] სურვილიცაა“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს
კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი
კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით
კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს
არქივი