45
03 აპრილი 2026, 14:55
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი (იარაჯული) კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესში ჩარევას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„არა, ახლა მე ვერანაირ ჩარევას ვერ ვხედავ. თუ ხელისუფლებისგან გულისხმობთ, მე ამას ვერ დავადასტურებ. ჩემი კანდიდატები არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ტექნიკური ხასიათისაა და მღვდელმთავრები პროცედურულ საკითხებს განიხილავენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |