ეს არის ერთი და იგივე ქსელი, რომელიც ამ პროცესს აკნინებს. დაკრძალულიც არ იყო პატრიარქი, მაშინ დაიწყო ამ თემით სპეკულირება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მან უპასუხა კითხვას - უნდა იყოს თუ არა საპატრიარქოში მიმდინარე პროცესი დაცლილი პოლიტიკური ინტერესისგან?
„განათლების სფერო იქნება, სპორტის, კულტურის, საპატრიარქოს თემა - ყველგან ერთსა და იმავეს ცდილობენ. მთელი საქართველო გულშემატკივრობდა საქართველოს ნაკრებს და იქაც კი ახერხებდნენ რომ დაპირისპირება გამოეწვიათ, ამ ყველაფრის პასუხია ჩვენი ინფორმირებული საზოგადოება. ჩვენი შეფასება უნდა ხდებოდეს ჩვენი საქმიანობის შედეგების მიხედვით. ჩვენ ხომ გვეუბნებიან რუსეთი, რუსეთი და ა.შ. და ხედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ცდილობს აშშ-სთან კარგ ურთიერთობას. რა გამოდის რუსული საქმე? ხან პრემიერი, ხან პრეზიდენტი, ხან საგარეო საქმეთა მინისტრი ახერხებს სახელმწიფო მდივანთან კომუნიკაციას და ამის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ეს არის ქართული საქმე, აშშ-სთან დალაგების საქმე, თუ გააგრძელეთ თქვენ. ჩემმა მეუღლემ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში, გამოვიდა სიტყვითაც და ძალიან კარგი შეხვედრა იყო. დააკვირდით როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა, და რა არ იკადრეს. თუ ამერიკასთან გინდა დალაგება ურთიერთობის, რატომ უშლი ხელს ამერიკასთან ურთიერთობას, როგორ ხარ შენ ამ ურთიერთობის მხარდამჭერი? ისინი არიან დაკვეთის შემსრულებლები. სალომე ზურაბიშვილი იმიტომ იყო მათი ლიდერი რომ გარედან დაავალეს, ახლა რატომ არ არის? - რადგან გარედან დაინახეს, რომ ეს ქალი ვერ ასრულებდა ამ დავალებას კარგად. არც დამალა გვარამიამ, რომ შეთანხმება გარე პარტნიორებთან იყო. მეტი რაღა უნდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა? მთავარია, არ მოვტყუვდეთ და ვიბრძოლოთ, როგორც აქამდე ვიბრძოდით. ყველაფერი იქნება კარგად, თუ ვიქნებით ფხიზლად და გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |