კახა კალაძე: საქართველოსა და ქართველების ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 03 აპრილი 2026, 15:11

არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ისინი ნომრიანი აგენტები არიან, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიმართვა დასანქცირების შესახებ.

კახა კალაძის თქმით, ამ ადამიანებს, ვინც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, საქართველოს ინტერესებთან საერთო არ გააჩნიათ.

„ეს ადამიანები ნომრიანი აგენტები და მოღალატეები არიან. ყველამ ვიცით ეს სისტემა როგორ მუშაობს - ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან იმისთვის, რომ თავიანთ პატრონებს ემსახურონ და იყვნენ მოღალატეები. არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ხან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ, ხან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გაუქმებას და ა.შ. მათ ქართველებსაც ვერ ვუწოდებ. სწორედ ეს მოღალატეები ჩადიოდნენ ბრიუსელში, კაბინეტებში დარბოდნენ და თავადაც არ მალავდნენ, რომ ამით იყვნენ დაკავებული.

შესაბამისად, ის, რომ მათ დღეს ქართულ საზოგადოებაში არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, განულებული და გაფარჩაკებულები არიან, თავიანთი გადადგმული ნაბიჯების შედეგად მიიღეს. ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს, ვინ ვის ემსახურება. ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოსთან და ქართველების ინტერესებთან ამ ადამიანებს არანაირი საერთო არ აქვთ”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
მიხეილ ყაველაშვილი - პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა
კახა კალაძე - უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს
კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი
არქივი