მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენი სურვილია, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები და გამოჩნდა, რომ მათი სურვილიცაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 03 აპრილი 2026, 15:13

გარკვეული ძალები ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა, თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან, - განუცხადა სლოვაკეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა მას აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე ჰკითხეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ ირაკლი კობახიძეს შორის გასულ კვირას სატელეფონო კავშირი შედგა.

„გახსოვთ ალბათ როგორი ქილიკი იყო ჩემი გაერო-ში ვიზიტის დროს, როდესაც შეხვედრები მქონდა [აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან]. შემდეგ მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დი ვენსთან და მარკო რუბიოსთან. იქაც იყო საუბარი იმაზე, რომ მუშაობდნენ ამ თემაზე [ურთიერთობის აღდგენაზე] და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ. ასევე იცით წინა კვირას პრემიერთან სატელეფონო ზარის შესახებ. ეს არის თანმიმდევრობა, რაზეც ვსაუბრობთ.

გარკვეული ძალები ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა, თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან. ჩვენი სურვილია, რომ გადაიტვირთოს ეს [ურთიერთობები] და გამოჩნდა, რომ მათი [აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის] სურვილიცაა“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
მიხეილ ყაველაშვილი - პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა
კახა კალაძე - უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს
კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი
არქივი