61
03 აპრილი 2026, 15:23
არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
„არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს რამდენად სენსიტიური იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. მათი ერთადერთი მიზანია ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ და სასაუბრო მისცენ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |