კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 03 აპრილი 2026, 15:36

შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ, საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.

კალაძე უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტზე ამბობს, რომ დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდნენ და თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„გამოვლინდნენ კონკრეტული კომპანიები, ვისაც აქვს დანაშაული. 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სისტემატურად ახორციელებენ სანიტარულ მიმართულებაზე შეფასებას, დათვალიერებას, რომ რაიმე პრობლემები არ იყოს აღნიშნული მიმართულებით. რაც შეეხება, პროდუქციის მიღება-ჩაბარებას, ბენეფიციართა აღრიცხვას, კონტროლს, ეს ყველაფერი ევალება კონტრაქტორ კომპანიას. ეს ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული. შესაბამისად, თუ გამგეობის თანამშრომლები დანაშაულში იყვნენ შემჩნეული, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა და მათ დააკავებდნენ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს და გაირკვევა ყველაფერი“-აღნიშნა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე ილარიონი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო
ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
არქივი