თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 03 აპრილი 2026, 15:59

თურქი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს გარე ზემოქმედების კვალი არ ჰქონია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალაქ ანკარის გენერალურმა პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება საერთაშორისო პროცედურების სრული დაცვით ჩაატარა. საქართველოსთან სრულყოფილმა თანამშრომლობამ თურქეთში ნივთმტკიცებათა ტრანსპორტირება წესების სრული დაცვით უზრუნველყო.

როგორც პროკურატურის თანამშრომლები ასკვნიან, თვითმფრინავის ნაწილებისა და ავიაკატასტროფის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის შედეგად ჭურვის აფეთქების კვალი, ან თვითმფრინავში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ნიშნები აღმოჩენილი არ არის.

გამოძიებისას შესწავლილი იყო თვითმფრინავის საწვავიც, თუმცა იქაც არაფერი საეჭვო აღმოჩენილი არ არის.

ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. მედიის ცნობით, გამოძიებას თურქი სამართალდამცველები ქართულ მხარესთან კოორდინაციაში აგრძელებენ.

თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 2025 წლის 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან, დაახლოებით, 5 კილომეტრში განიცადა. შედეგად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20 მოსამსახურე დაიღუპა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე ილარიონი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო
ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
არქივი