ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გვინდა, გამოვეხმაუროთ ცხოველთა თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს - სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 03 აპრილი 2026, 18:33

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს, სადაც მოქალაქეთა ჯგუფის მიერ თავშესაფრის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ შეჭრას, - აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

„კიდევ ერთხელ, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მუნიციპალური თავშესაფარი არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა სამუშაო დღეებში, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე მოენახულებინა აქ მყოფი ცხოველები! ამ გარემოების გათვალისწინებით, ძალადობრივი შეჭრის აუცილებლობა არ არსებობდა, რაც სააგენტოს შეფასებით მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედება იყო პროვოცირებული და წინასწარ ორგანიზებული.

ფაქტს წინ უძღოდა სააგენტოს დისკრედიტაციისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ვრცელდებოდა გადაუმოწმებელი და ცილისმწამებლური ბრალდებები, თითქოს მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველთა მიმართ ადგილი ჰქონდა სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას.

მიუხედავად არსებული დაძაბული ფონისა, ვითარების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, თავშესაფრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა გამოთქვეს მზაობა მოქალაქეებისთვის თავშესაფრის ტერიტორიის სრულად დათვალიერების.
მოქალაქეთა შეყვანა თავდაპირველად მიმდინარეობდა ეტაპობრივად და კონტროლირებად რეჟიმში, რათა ყველა დაინტერესებული პირი ადგილზე გაცნობოდა რეალურ ვითარებას.

თუმცა, ამის მიუხედავად, ვითარება გამოვიდა კონტროლიდან, როდესაც აღნიშნულმა ჯგუფმა პროვოკაციული მოქმედებები განახორციელა და თავშესაფრის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა მასობრივ და არაკონტროლირებად შეჭრას.
მათ შეჭრის პროცესში თვითნებურად გახსენს ვოლიერები და გამოუშვეს დაავადებული და ტრავმირებული ცხოველები.
ასევე, უნებართვოდ მოხდა დაკბენებისათვის განკუთვნილ იზოლირებულ სივრცეში შესვლა და იმ ცხოველების გაყვანა, რომლებიც კანონითა და შესაბამისი რეგულაციებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადით იმყოფებოდნენ ცოფზე დაკვირვების მიზნით, რაც განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი ქმედებაა.

ქაოსურმა და აგრესიულმა გარემომ ცხოველებში გამოიწვია ძლიერი სტრესი და პანიკა, რის შედეგადაც, ერთ-ერთ ძაღლს განუვითარდა ეპილეფსიური შეტევა. ამ პროცესში თავშესაფრის ვეტერინარებსა და თანამშრომლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, დროულად გაეწიათ შესაბამისი დახმარება დაზიანებული და ავადმყოფი ცხოველებისთვის!

შემთხვევის დროს ადგილი ჰქონდა თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და სააგენტოს საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

ვითარების განმუხტვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც მოქალაქეთა გაყვანა უზრუნველყო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და ყველა პასუხისმგებელი პირის ქმედებაზე განხორციელდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
სეფაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში შეხვედრებისას დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში, შემდეგი სინოდის სხდომა კი 24 აპრილს გაიმართება
არქივი