ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 03 აპრილი 2026, 20:03

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ირანზე დარტყმებს გააგრძელებს.

თელ-ავივში, ისრაელის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ ირანის ტერორისტული რეჟიმის განადგურებას. ჩვენ ვანადგურებთ მეთაურებს და ვბომბავთ ხიდებსა და ინფრასტრუქტურას“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა „ირანის ფოლადის წარმოების სიმძლავრის 70% გაანადგურეს“, რაც ირანის სამხედროებს ართმევს „როგორც დაფინანსების წყაროებს, ასევე დიდი რაოდენობით იარაღის წარმოების შესაძლებლობას“.

„ჩემსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, ასევე ისრაელის თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის სამხედროებს შორის სრული კოორდინაციით, ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას. ეს რეჟიმი სუსტია, როგორც არასდროს - ისრაელი კი ძლიერია, როგორც არასდროს“, - განაგრძო ნეთანიაჰუმ.

მან დასძინა, რომ ისრაელის სამხედროები აგრძელებენ „ჰეზბოლაზე ძლიერი დარტყმების მიყენებას“ და „უსაფრთხოების ზონის გაფართოებას“ სამხრეთ ლიბანში, სადაც ისრაელის ძალებმა სახმელეთო ოპერაცია წამოიწყეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გვინდა, გამოვეხმაუროთ ცხოველთა თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს - სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას
სეფაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: როგორც ვხედავ და როგორც ამერიკაში შეხვედრებისას დავრწმუნდი, განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი. ყველა შეხვედრაზე დავინახეთ სრული მზაობა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
არქივი