„სიბიეს ნიუსი“ - ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს, გრძელდება მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 03 აპრილი 2026, 22:18

ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ ავიაგამანადგურებელ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ ორმა მაღალჩინოსანმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ჩამოგდებული ამერიკული F-15-ის ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკულმა ძალებმა გადაარჩინეს.

როგორც მედია წერს, F-15-ის ეკიპაჟი სულ ორი ადამიანისგან შედგება, შესაბამისად, ეკიპაჟის მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

ცნობისთვის, „ენბისი ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებელი ირანის თავზე ჩამოვარდა. ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმირებულია.

მანამდე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას
არქივი