ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 03 აპრილი 2026, 23:52

ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.

მისივე თქმით, სლოვაკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზეც შეთანხმდნენ.

„ჩვენ შევთანხმდით რიგ საკითხებზე, როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჩვენ შევთანხმდით ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე. უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება.

სლოვაკური მხარე ძალიან ნათლად აღიქვამს და ფაქტობრივად, ჩვენს პოზიციაზე დგას იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელსაც ბრიუსელი საქართველოსთან მიმართ იჩენს. ისინი აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია დიალოგის არ არსებობა და დიალოგის დაბლოკვა. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ ასევე სხვა ქვეყნებიც, რომ დიალოგის ფორმატის გახსნა საქართველოსთან არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა სამხარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი დღეს დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„სიბიეს ნიუსი“ - ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს, გრძელდება მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია
ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას
არქივი