„როიტერი” - ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 04 აპრილი 2026, 07:07

ირანმა უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „როიტერი” ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედიას ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ირანს წინადადება პირველ აპრილს მესამე ქვეყანამ წარუდგინა, თუმცა წყარომ არ დაასახელა, თუ რომელმა ქვეყანამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს განცხადება არ გაუვრცელებია.

ამასთან, როგორც „სქაი ნიუსი” წერს, ირანმა ოფიციალურად აცნობა შუამავლებს, რომ არ სურს უახლოეს დღეებში ისლამაბადში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ ომის საბოლოოდ დასრულებას დაეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ - აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს კომპანიასთან
ევროპარლამენტარმა რიმა ჰასანიმ დროებით დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ ბრალდებები ტყუილია
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
„სიბიეს ნიუსი“ - ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს, გრძელდება მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია
ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას
არქივი