შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 04 აპრილი 2026, 12:04

შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და გამგეობის წევრები სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრა რეგიონული ტურნეს ფარგლებში გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გასულ კვირას დაიწყო. შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია. რეგიონული კონფერენცია კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა და მასში ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად სტუმრის სტატუსით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.

„შეხვედრების მიზანი გახლავთ უფრო მეტი ღია კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, მათ შორის მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინება, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულების სახელმწიფოს მართვის პროცესში; სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და სადაც მათ აქვთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.

პირველი კონფერენცია ქალაქ ბათუმში 28 მარტს გაიმართა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სულ 10 შეხვედრაა დაგეგმილი. შემაჯამებელი ღონისძიება კი თბილისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
Reuters: აშშ-მა რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს სანქციები მოუხსნა
POLITICO: ორბანმა „პოლიტიკური ხაფანგი დააგო“. არჩევნებში წაგების შემთხვევაში, მისი ხალხი ახალი ხელისუფლების მუშაობას დაბლოკავს
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ - აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს კომპანიასთან
ევროპარლამენტარმა რიმა ჰასანიმ დროებით დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ ბრალდებები ტყუილია
არქივი