50
04 აპრილი 2026, 14:46
ძაღლებზე ატეხილი ეს ცრუ კამპანია ემსახურება საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებაში ძაღლებთან დაკავშირებით ძალიან ძნელად დასაჯერებელი დეზინფორმაცია იყო გავრცელებული.
„ჩვენ დავრწმუნდით სხვადასხვა სიუჟეტიდან, თუ როგორ საფუძველს მოკლებული იყო მათი ბრალდებები. როგორც შესაბამისმა სამსახურებმა განაცხადეს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს საკითხები წარიმართოს კანონთან სრულ შესაბამისობაში. ძალიან დასანანია, რომ ასეთ იაფფასიან ხერხს მიმართავენ ის ძალები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციად იწოდებიან იმისთვის, რომ ხალხი შეიყვანონ შეცდომაში და მათი ბრაზი გამოიწვიონ“, - განაცხადა სეფაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |