გიორგი გაბუნია: კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 04 აპრილი 2026, 15:26

ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა ილია მეორის შესახებ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს.

„ეს ადამიანი, რომელიც დღე და ღამე ყიდდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, გამოდის და ბედავს, რომ პატრიარქს, მის მოღვაწეობას, ეკლესიას აკრიტიკებს. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ არა მხოლოდ მისი საქმიანობის განმავლობაში, როდესაც პირდაპირ მიჰქონდათ იერიში ეკლესიაზე, პირადად პატრიარქზე, დღესაც გრძელდება ეს სიძულვილის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა გაბუნიამ.

„2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა - „ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა“. ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ სწორედ ჩემს გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ (ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი)", - დაწერა სააკაშვილმა პატრიარქის შესახებ სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე: ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა პოლიტიკური კუდებით
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი ანრი მეტრეველი: გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ
თეკლა თიკანაშვილი: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციების მთავარი ღირებულება სწორედ ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, არამედ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ
მარიამ გრიგოლიშვილი: გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულები სახელმწიფო მართვის პროცესში
ეკა სეფაშვილი: ძაღლებზე ატეხილი ცრუ კამპანია ემსახურება საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას ძალიან დასანანია, რომ ასეთ იაფფასიან ხერხს მიმართავენ
არქივი