ღმერთი თუ გვიყვარს და თუ გვაქვს პატრიარქის სიყვარული, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ჭეშმარიტ ქრისტიანს, - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
იგი გუშინ საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ძმები შეიკრიბნენ“ და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება.
„გუშინაც სინოდზე ვიყავით. ძმები შევიკრიბეთ, გავიარეთ საკითხები. გარეთ ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. სამი ღირსეულ კანდიდატს გამოვარჩევთ და მათგან კიდევ ღირსეულს ავარჩევთ.
წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება პატრიარქობა ჩვენი პატრიარქის შემდეგ, თუ გვერდში არ დაგიდგებიან. უწმინდესმა ასე გაგვზარდა, ბოლო 9 წელი გვასწავლიდა იმას, რომ ერთად ვმდგარიყავით. როდესაც მოსაყდრედ მეუფე შიო გამოირჩია, ყველა საკითხს ერთად გავდიოდით-ხოლმე. თავდაპირველად შედარებით შეზღუდული რაოდენობის მღვდელმთავრები ვიყავით, შემდეგ გაიზარდა, ყველას შეეძლო, აზრი გამოეხატა. ამიტომ, ერთმანეთისთვის უცხოები აღარ ვართ და ამით მიგვაჩვია და მხოლოდ სინოდზე არ ვხვდებოდით, ხშირად ვიკრიბებოდით. ძმობა და მეგობრობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან. არავითარი დაპირისპირება არ იქნება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს დედაეკლესია“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |