უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას კითხვა დაუსვა ოპოზიციის ალიანსის აპრილში დაანონსებულ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
„ხელისუფლების ცვლილების ხუთი მცდელობა იყო რადიკალების მხრიდან, რომელიც პირდაპირ იყო შეთანხმებული იმ აქტორებთან, ვისთანაც ახლა ჩადიან მორიგჯერ. სავარაუდოდ, რევოლუციის მორიგი მცდელობა უნდა დაგეგმონ და ისე არ გამოუვათ, როგორც წინა ხუთი. ძალიან ბევრი ატყუეს რადიკალებმა, მდიდარმა „ენჯეოებმა“ თავის რეიტინგებთან და ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათმა პატრონებმა ყველაფერი დაინახეს და ხედავენ, რომ ხალხის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხარეს რომაა. უკაცრავად ამ ტერმინისთვის და ალბათ მიდიან სამათხოვროდ თანხებთან დაკავშირებით ვინაიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შავი ფულის ტრიალი „ჩაეკეტათ“. ახალს ვერაფერს შესთავაზებენ“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |