ლევან მაჭავარიანი გიგაურზე: კარგად გვახსოვს ჰელსინკის კომისიაზე როგორ დაასმინა ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. ანალოგიური ვიხილეთ ახლა ნიდერლანდებშიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 04 აპრილი 2026, 18:32

არავინ მათ ლაპარაკს არ უზღუდავს, მედია პლურალიზმი სამაგალითოა საქართველოში, სოციალური ქსელები და სოციალური პლატფორმები, თუმცა აქ მათი საუბარი, რა თქმა უნდა, არავის აღარ აინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ენჯეოებთან“ დაკავშირებით.

კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის იყო ეკა გიგაური, რომელმაც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მაჭავარიანის თქმით, არაფერი ქართული არ გააჩნიათ, მათთვის საქართველო სამშობლო არ არის.

„ახლა თავიანთ პატრონებს იქ რას უმტკიცებენ, ეს თავიანთი უფლებაა და გააგრძელონ ასეთი ცრუ დასმენებით სიარული. იგივე გიგაურზე, ჩვენ კარგად გვახსოვს ჰელსინკის კომისიაზე როგორ დაასმინა ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. ზუსტად ანალოგიური ვიხილეთ ახლა ჩვენ ნიდერლანდებშიც. მათ საქმე ჩვენს მოსახლეობასთან არ აქვთ, მოსახლეობასაც არ ესაუბრებიან, დადიან პირდაპირ პატრონებს ანგარიშს აბარებენ და უნდათ რაღაც დღის წესრიგი იყოს შექმნილი, რათა შემდეგ „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გააშუქოს, აი ეკა გიგაურს უსმენდა ნიდერლანდების პარლამენტი. აბსოლუტურად დაცლილი იყო ის ოთახი, სადაც ის სიტყვით წარდგა. მგონი ორი ადამიანი ესწრებოდა სულ. სამარცხვინოები არიან. უსამშობლოები ძალიან მძიმე სიტყვაა და კარგად ვიაზრებთ, რამდენად მძიმე სიტყვაა, მაგრამ სხვა სიტყვა მათ არ შეეფერებათ. არაფერი ქართული არ გააჩნიათ. მათთვის საქართველო სამშობლო არ არის. მაგისი განცდა არასდროს ჰქონიათ და არ ექნებათ. საქართველო არის ტერიტორია მათთვის, სადაც სურთ ძალაუფლება აიღონ ხელში. რის საფასურად აიღებენ, ქვეყანა დაინგრევა თუ არ დაინგრევა, ახალი ბატონი ეყოლება ქვეყანას თუ არ ეყოლება, აბსოლუტურად არაფერი აინტერესებთ. უბრალოდ უნდათ ძალაუფლება იმ ტერიტორიაზე, სადაც სამწუხაროდ დაიბადნენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
ირაკლი კობახიძე: ვიღაცებს შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები, მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ან ფულს, ან წილებს კონკრეტულ ჰესებში, ასეთ რამეს სახელმწიფო აღარასოდეს დაუშვებს
პრემიერი: იყო შემთხვევები, გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ, გამოიყვანეს მოქალაქეები, შემდეგ ჩააწყნარეს პროტესტი და ის ჰესი აშენდა, ეს მოქალაქეები ვიღაცამ შეიყვანა შეცდომაში
ირაკლი კობახიძე: დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული
ნინო ჩხობაძე: სწორად, გონივრულად გაშენებული ჰიდროენერგეტიკა, რა თქმა უნდა, საჭიროა საქართველოსთვის
არქივი