პრემიერი: სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 04 აპრილი 2026, 20:41

ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა და ჰიდრორესურსებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაც არის მნიშვნელოვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს მკაფიო გეგმა, რომელიც არსებულ პოტენციალს ეფუძნება.

„საუბარია სამი მიმართულებით ელექტროენერგიის გენერაციის განვითარებაზე, სისტემის გაფართოებაზე, ეს არის ჰიდრორესურსები, ქარის და მზის ენერგია. ჩვენი მიდგომის მიხედვით, დაახლოებით თანაბარი პროპორციით, ოდნავ მეტი ჰიდრორესურსებით, დაახლოებით, 2800 მეგავატის ჰიდრორესურსის დადგმული სიმძლავრე უნდა შეიქმნას შემდეგი 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 2000 მგვტ - ქარის ენერგია, დაახლოებით 2000 მგვტ-ის მზის ენერგია უნდა იყოს ათვისებული.

არსებობს ბიზნესის მხრიდანაც კონკრეტული პრიორიტეტები, ბიზნესი ხშირად არის ორიენტირებული უფრო მეტად მზის ენერგიის გამომუშავებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფად ხორციელდება შესაბამისი პროექტები, უფრო იაფი ჯდება შესაბამისი პროექტები განხორციელება. თუმცა, სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, სადაც რესურსები არის საკმაოდ დიდი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ზოგადი მიდგომა - ჩვენი რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ში ირანის რევოლუციური გვარდიის გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება
მეუფე დანიელი - ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა, ეს არის ჩვენი თხოვნა, გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად
ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე: სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
არქივი