ირაკლი კობახიძე: ვიღაცებს შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები, მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ან ფულს, ან წილებს კონკრეტულ ჰესებში, ასეთ რამეს სახელმწიფო აღარასოდეს დაუშვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 04 აპრილი 2026, 21:36

ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების და სხვადასხვა სექტორის ჩართულობა, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს საბოტაჟში, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ემოციებზე თამაშს და საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების და სხვადასხვა სექტორის ჩართულობა, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს საბოტაჟში. იყო შემთხვევები, როდესაც ხალხი გამოიყვანეს, უმეტესობა, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად გამოვიდა, მაგრამ ორგანიზებული იყო ვიღაცების მხრიდან. დაახლოებით მილიონი დოლარი გამოართვეს კონკრეტულ კომპანიას. ვიღაცას ჩაუჯდნენ წილში, ეს სამწუხაროდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. გამოჰყავთ ვიღაცებს ადამიანები, შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები, მათ ემოციებზე თამაშობენ, მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ან ფულს, ან წილებს კონკრეტულ ჰესებში. ასეთ რამეს სახელმწიფო აღარასოდეს აღარ დაუშვებს. სადაც დაცულია ობიექტურად ყველანაირი ინტერესები, აუცილებლად ყველა პროექტი განხორციელდება. ასეთ პრეცედენტებს, როდესაც ვიღაცა ვიღაცას აშანტაჟებს, წილში უჯდება, და უფრო ფართო ინტერესი აქვს - საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ამიტომ, ჩვენი მიდგომა არის ასეთი - ძალიან ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ საბოტაჟი არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ში ირანის რევოლუციური გვარდიის გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება
მეუფე დანიელი - ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა, ეს არის ჩვენი თხოვნა, გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად
ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე: სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
არქივი