აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ში ირანის რევოლუციური გვარდიის გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 04 აპრილი 2026, 23:53

ირანის რევოლუციური გვარდიის გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.

„ჰამიდე სოლეიმანი აფშარს და მის ქალიშვილს აშშ-ში კანონიერად მუდმივი ბინადრობის სტატუსი სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეუწყვიტა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რუბიომ აღნიშნა, რომ ორივე ქალი ამჟამად აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურს ჰყავს დაკავებული.

გენერალი სოლეიმანი 2020 წელს ერაყში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. ოპერაცია მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.

სოლეიმანი ხელმძღვანელობდა ირანის სამხედრო ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში, როგორც „ყუდსის ძალების“ მეთაური.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეკლა გერსამია ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო - მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შსს - აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, სადიგოვი დაკავებულია საქმის დროულად განხილვის მიზნით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბანში ცხოველური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება
მეუფე დანიელი - ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა, ეს არის ჩვენი თხოვნა, გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად
არქივი