გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბანში ცხოველური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 05 აპრილი 2026, 01:32

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცხოველური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე დაიწყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ კრწანისში, გიგანტის ტყის მიმდებარე ხევში ცხოველური ნარჩენით დაბინძურებულ ადგილზე პირველადი დათვალიერების აქტი შეადგინეს.

სამართალდამრღვევის დადგენისა და საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.

ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეკლა გერსამია ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო - მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შსს - აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, სადიგოვი დაკავებულია საქმის დროულად განხილვის მიზნით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ში ირანის რევოლუციური გვარდიის გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება
მეუფე დანიელი - ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა, ეს არის ჩვენი თხოვნა, გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად
არქივი