შსს - აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, სადიგოვი დაკავებულია საქმის დროულად განხილვის მიზნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 05 აპრილი 2026, 01:33

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ, დაიწყეს შესაბამისი საქმის წარმოება, – ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.

აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეკლა გერსამია ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო - მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბანში ცხოველური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ში ირანის რევოლუციური გვარდიის გარდაცვლილი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ძმისშვილი და შვილიშვილი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება
მეუფე დანიელი - ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა, ეს არის ჩვენი თხოვნა, გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად
არქივი