72
05 აპრილი 2026, 11:15
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„შეფერხება გამოიწვია მატარებლის დაზიანებამ, რის გამოც მეტროსადგური „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებული იყო.
ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში მგზავრთა მომსახურებას განაგრძობს", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |